09 აპრილი 2020,   21:55
ვრცლად
"ომი მშვიდობაში" - გუგუთიანკარელები ოკუპანტებმა დევნილად კიდევ ერთხელ აქციეს

გუგუტიანთკარში ბროდერიზაცია გრძელდება. სოფლის მოსახლეობა რუსულ ბომბებით გადამწვარ სახლებს საკუთარი ხელით შლის. ის, რაც ოკუპანტების სამხედრო აგრესიას, 2008 წელს გადაურჩა, 11 წლის შემდეგ, ისევ ოკუპანტების და მავთულხლართების ტყვეობაშია.

Image may contain: grass, mountain, sky, plant, tree, outdoor and natureრუსმა სამხედროებმა, 9 სახლი და მიწის ნაკვეთი, ერთ კვირაში, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მიიტაცეს და ადგილობრივები ახლა საკუთარი თვალით უყურებენ, როგორ მიაქვს რუსეთს მათი ერთადერთი საცხოვრებელი და შემოსავლის ერთადერთი წყარო.

ერთ-ერთი ოჯახი, რომლის სახლიც მავთულხლართების მიღმა რჩება გუგუტიშვილებს ეკუთვნის. არავინ იცის, სად გაივლის რუსული მავთულხლართი, თუმცა ფაქტია, რომ სოფელ გუგუტიაანთკარის შუაგულში, მათი საკარმიდამო ნაკვეთი ოკუპანტებმა უკვე დაიკავეს.

Image may contain: tree, plant, outdoor and natureკიდევ ერთი ოჯახი, რომელსაც იძულებით უწევს საცხოვრებელის დატოვება ბიძინაშვილებს ეკუთვნის. თინა ბიძინაშვილი მერეთის სკოლის დამსახურებული პედაგოგია. მისი ქმარი 3 წლის წინ რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს. 5 დღე ცხინვალის იზოლატორში გაატარა, მას დღეს მეტყველება უჭირს და 3 წლის შემდეგაც მის ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ამჯერად ოკუპანტები შესაღობად მის სახლს მიადგნენ.

„შემოიჭრნენ სიღრმეში უბნის და მიაქვთ ნაწილ-ნაწილ, ნაგლეჯ-ნაგლეჯ, ნაკუწ-ნაკუწ და წაიღეს და ისხედით თბილისში მშვიდად, თქვენი ხომ არაფერი იკარგება ვითომ და ვითომ თქვენი არ არის... სულს ვღაფავთ, რომ ყოველ დღე, რომ გათენდება რა გავაკეთო, რით ვარჩინო ჩემი ოჯახი“, - ამბობს თინა ბიძინაშვილი.

რუსი ოკუპანტები სოფელ გუგუტიათკარში 7 აგვისტოს გამოჩნდნენ. დაამაგრეს ბოძები და დღეს იგივე გააგრძელეს.

სოფელში ავტომატიანი ოკუპანტების ყველას ეშინია. მათ უჭირთ მედიასთან საჯაროს საუბარი, მათ იციან, რომ არავინ მათი პატრონი არაა, ისიც იციან, რომ საჯაროდ საუბარი შესაძლოა ძვირად დაუჯდეთ.

ავტორი: იზო ჩუბინიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები