09 აპრილი 2020,   22:42
ვრცლად
20 ივნისის სისხლიანი ღამე - არასამთავრობოთა შეფასებით, გამოძიების პროცესმა საზოგადოებაში ნდობის მოპოვება ვერ შეძლო

20 ივნისის ღამის შემდეგ, სამართლებრივი დევნის სამიზნე 19 მომიტინგე და მხოლოდ 2 პოლიციელი გახდა - სამოქალაქო სექტორი ამბობს, რომ 20 ივნისის გამოძიების პროცესმა საზოგადოებაში ნდობის მოპოვება ვერ შეძლო.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ დაუსაბუთებელი განჩინებების საფუძველზე წინასწარი პატიმრობების მასიურად გამოყენება, ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორების სურვილზე მიუთითებს. ამ შეფასებას მათ ისიც უმძაფრებს, რომ დღემდე არ გამოვლენილა ყველა მოძალადე და კანონდამრღვევი პოლიციელი და არც შინაგან საქმეთა მინისტრს აუღია პოლიტიკური პასუხისმგებლობა სისტემურ ჩავარდნაზე.

 საჯაროობის ნაკლებობა სამოქალაქო სექტორისთვის უნდობლობის დამატებით არგუმენტია. ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ 20 ივნისის ღამე პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის მაგალითი იყო.

20 ივნისის გამოძიებიდან თითქმის 2 თვის თავზე, პასუხისგებაში 19 დემონსტრანტია მიცემული, აქედან 2 ოპოზიციური პარტიის ლიდერია.

დემონსტრანტებისთვის ახლო მანძილიდან მიზანმიმართული სროლის, დაშვებული და თვალებდაკარგული ადამიანების ფონზე, პასუხისმგებელი მხოლოდ 2 პოლიციელი გამოვლინდა. 

 

 

 

დღის ამბები