09 აპრილი 2020,   22:05
ვრცლად
რუსული ოკუპაცია - ქართული სოფლები, რომელიც ოკუპანტმა ორად გაყო 

გეგუტიანთკარში ახალ საზღვართან მცხოვრებ მოსახლეობას სამი დღე აქვს ტერიტორიის დასატოვებლად. ე.წ. მესაზღვრეებმა ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს.

გუგუტიანთკარი საშუალოზე მცირე ზომის სოფელია მერეთის თემში, რომელიც გორიდან 35, ცხინვალიდან კი 18 კილომეტრით არის დაშორებული. ოფიციალური მონაცემებით, აქ 144 ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ მათი რიცხვი ახლა ნამდვილად შემცირდება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსები გუგუტიანთკარს შუაზე ყოფენ და რა თქმა უნდა, არ არის არც ბორდერიზაციის პირველი შემთხვევა. ეს პროცესი, რომელიც აქტიურად 2011 წელს დაიწყო უკვე შეეხო 32 ქართულ სოფელს.

2011 წელს პირველი ქართული სოფელი, სადაც მავთულხლართი გაავლეს იყო დიდი ხურვალეთი და ზღუდის სიგრძე, ჯამში, 1 კილომეტრი იყო. შემდეგი იყო სოფელი ქვემო ნიქოზი, სადაც 3 კმ-დე მავთულხლართი დამონტაჟდა.

ასევე, მავთულხლართებია დვანში, თამარაშენში და ატოცის მონაკვეთზე მავთულხლართის საერთო სიგრძე 6-8 კმ-ია. მერეთსა და ქსუისში - საოკუპაციო ხაზის სიგრძე 4 კმ. კნოლევი, ავლევი და ცერონისის მონაკვეთზე 3 კმ-მდე. ბერშუეთში 1 300 მ სიგრძის მავთულხლართია დამონტაჟებული, მეჯვრისხევში 800 მეტრი. ქვემო ხვითისა და ზემო ნიქოზის ღობეების საერთო სიგრძე კი 12 კმ-ია.

დღეისთვის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზის საერთო სიგრძე 350 კმ-ზე მეტს შეადგენს.

ოკუპაციის ხაზის გასწვრივ ჯამში, დაახლოებით, 52 კმ-ზე მეტი სიგრძის მავთულხლართი და ღობეები არის დამონტაჟებული.

ოკუპანტი ქვეყნის მთავარი ავტომაგისტრალიდან 350-თ მეტრში დგას და ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული სეგმენტიც.

ამავე თემაზე
დღის ამბები