17 სექტემბერი 2019,   09:29
ვრცლად
ქრთამი უნებართვო მშენებლობის მფარველობისთვის - დაკავებულია თერჯოლის მერიის თანამშრომელი 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულს უნებართვო მშენებლობებისთვის სამსახურებრივი მფარველობის გაწევის და რეაგირების განუხორციელებლობის სანაცვლოდ ქრთამის სახით შესთავაზეს და მოგვიანებით გადასცეს 1000 ლარი.

მერიის თანამშრომლის გარდა, ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულია ორი მოქალაქე. 

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება ქრთამის აღების და ქრთამის მიცემის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

დღის ამბები