13 დეკემბერი 2019,   12:45
ვრცლად
გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები კვლავ გამოჩნდნენ

გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები კვლავ გამოჩნდნენ. მათ ადგილზე ბოძები და სამშენებლო ტექნიკა მიიტანეს. ბორდერიზაციის პროცესი სავარაუდოდ დღესვე განახლდება. 

Image may contain: tree and outdoorოკუპანტებმა რკინის ბოძები სატვირთო მანქანებით მიიტანეს. 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი 7 აგვისტოს დაიწყო. აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზერუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივების ბაღებში დაამონტაჟეს აბრები და აღმართეს ხელოვნური ბარიერები. საოკუპაციო ზოლს მიღმა მოექცა სამი სახლი და სახნავ-სათესი მიწა. 

Image may contain: tree and outdoorადგილობრივებმა, რომელთა სახლებიც რუსმა ჯარისკაცებმა მათ თვალწინ მიიტაცეს, საცხოვრებელი საკუთარი ხელით, აგურ-აგურ დაშალეს და სამშენებლო მასალა გამოიტანეს. 

ადგილზე იმყოფებიან ქართველი სამართალდამცველები. გუგუტიანთკარში დღეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოჩენილან. 

სოფლის მცხოვრებლები ჰყვებიან, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები რამდენიმე დღის განმავლობაში რუკებით დადიოდნენ და სწავლობდნენ ტერიტორიას, რომლის ოკუპაციასაც გეგმავდნენ. მათი თქმით, არაფერია გასარკვევი, ისიც კი საკმარისია, რომ  სოფელს გუგუტიანთკარი ჰქვია და იქ გუგუტიშვილები წლებია ცხოვრობენ. 

„რა ვიცი რატომ გამოჩნდნენ, ეგ უნდა ვკითხოთ რუსებს. გუგუტიანთკარი ჰქვია და გუგუტიშვილების სოფელია... დღეს მიცვალებულთა მოხსენიების დღეა და უნდა შევიდე ყანაში ერთი-ორი ტარო მოვტეხო,“-ამბობს ეთერ გუგუტიშვილი.

დღის ამბები