17 სექტემბერი 2019,   09:29
ვრცლად
უკანონო ბორდერიზაცია გუგუტიანთკარში და ხელისუფლების დუმილი - „კურიერმა“ პრეზიდენტი იპოვა

„კურიერმა“ პრეზიდენტი იპოვა. სახელმწიფოს გაუჩინარებული მეთაური მოგზაურობის შემდეგ დედაქალაქში დაბრუნდა და ათონელის რეზიდენციაში მისვლამდე უხერხულ შეკითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა.

კახეთში გატარებული "უიქენდის" შემდეგ სალომე ზურაბიშვილი დედაქალაქში დაბრუნდა, თუმცა ნაწილ-ნაწილი დაჭრილი გუგუტიანთკარის შესახებ განცხადება ისევ არ გააკეთა. უკვე 12 დღეა, რუსეთის საოკუპაციო ჯარი შუაგულ საქართველოში ახალ მავთულხლართებს ავლებს, ქვეყნის პრეზიდენტი და მთავარსარდალი კი ამ პროცესს დუმილით ხვდება.

ახალი მავთულხლარეთების გავლება, რუსმა ოკუპანტებმა 7 აგვისტოს დაიწყეს, ამავე დღეს ხალხმა სოფელში ქვეყნის პირველი პირების ჩასვლა მოითხოვა. პრემიერი მოსახლეობას დაჰპირდა, თუმცა მამუკა ბახტაძე გუგუტიანთკარში არ ჩავიდა. პრეზიდენტი კი შვილთან ერთად ლოპოტას ტბაზე იმყოფებოდა.

ოპოზიციია ამბობს, რომ სახეზეა ეროვნული ტრაგედია, ამ ერთი ფაქტითაც დგინდება, რომ ქვეყნას პრეზიდენტი უბრალოდ არ ჰყავს. ივანიშვილის პარტიის წევრების ნაწილი იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი განცხადების გაკეთებას მალე მოიფიქრებს.

არასაპარლამენტო ოპოზიციამ პრეზიდენტს ურჩია განცხადება მცოცავ ოკუპაციაზე არ გააკეთოს. ქვეყნის პირველი პირი უკვე წლებია ამტკიცებს, რომ 2008 წლის ომი ქართულმა მხარემ დაიწყო.

არასაპარლამენტო ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ქვეყნის პირველი პირების უმოქმედობა რუსეთის მაამებლური პოლიტიკით არის გამოწვეული. გამოსავალი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და „ოცნების“ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადარჩევაა.

ტერიტორიების ნაწილ-ნაწილ მიტაცების პროცესი, ოკუპანტებმა ომის დაწყებიდან მე-11 წლისთავზე განაახლეს. ადგილობრივები თითქმის მეთორმეტე დღეა, ადგილზე პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის ჩასვლას ითხოვენ. ვერცერთმა მათგანმა, ჯერჯერობით, ოკუპანტების მავთულხლართებთან ჩასვლა ვერ გაბედა.

დღის ამბები