17 სექტემბერი 2019,   09:23
ვრცლად
"პირდაპირ გადავიდეს იმ სათქმელზე, რისთვისაც გვამზადებს" - მედიაექსპერტები ქიბარ ხალვაშის განცხადებას ეხმაურებიან 

მედია ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ქიბარ ხალვაში კვლავ ბიძინა ივანიშვილის დავალებებით მოქმედებს და უახლოეს მომავალში "რუსთავი 2"-ს სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლება.

იმავდროულად მათთვის გაუგებარია, რატომ წელავს პროცესებს დროში და არ იღებს სწრაფ გადაწყვეტილებებს. ექსპერტები ყურადღებას დემოკრატიულ სახელმწიფოში “რუსთავი 2”-ის არსებობაზე ამახვილებენ.

„ივანიშვილისთვის და ე.წ. ქიბარ ხალვაშისთვის მიუღებელია „რუსთავი2“-ის სარედაქციო პოლიტიკა. ყველაფრის შემზადება ხდება ცვლილებისთვის, გვითხრას პირდაპირ ან თვითონ რას წვალობს, ან ჩვენ რას გვაწვალებს. პირდაპირ თქვას, ამდენი არც წერა შეუძლია, არც ლაპარაკი. პირდაპირ გადავიდეს იმ სათქმელზე, რისთვისაც გვამზადებს,“-ამბობს ტელეკომპანია ”კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი.

ფონდ ”ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორი, ლაშა ტუღუში ფიქრობს, რომ "რუსთავი2"-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა ხელისუფლებას ძვირი დაუჯდება.

„მთავარი არის შენარჩუნდეს სარედაქციო დამოუკიდებლობა,ვინაიდან სარედაქციო დამოუკიდებლობის არ შენარჩუნება და შეტევა "რუსთავი2"-ზე ძალიან ძვირი დაუჯდება ნებისმიერს,“-ამბობს ტუღუში.

”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ მიმდინარე პროცესებიდან მხოლოდ ერთი რამ ჩანს, ხალვაში ამ დრომდე ვერ ჩამოყალიბდა რა მიზნები აქვს „რუსთავი2“-თან დაკავშირებით.

„ის აკეთებს აქცენტს წინა გენერალურ დირექტორზე, ნიკა გვარამიაზე, რომ ის პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა ამ ტელეკომპანიას, ეს შეიძლება აღქმული იქნას იმად,რომ სარედაქციო ხაზისადმი აქვს ძალიან მკაფიო გზავნილები ბატონ ხალვაშს,“-ამბობს ბენიძე.

ქიბარ ხალვაშმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტელევიზიის აქციების მყიდველი არ გამოჩნდა, ხოლო რთული ფინანსური მდგომარეობის დაძლევას საკუთარი ძალებით შეეცდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები