17 სექტემბერი 2019,   09:27
ვრცლად
“უკიდურესად შეშფოთებული ვარ საქართველოში რუსეთის ქმედებების გამო" - EPP-ს პრეზიდენტი გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესებზე

„ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტი ბოლო დღეებში სოფელ გუგუტიანთკარში რუსეთის ქმედებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

“უკიდურესად შეშფოთებული ვარ საქართველოში რუსეთის ქმედებების გამო. ბორდერიზაცია, მავთულხლართების გავლება და ოკუპაციის გაგრძელება არ შეესაბამება 2008 წელს ორ ქვეყანას შორის ევროკავშირის სახელით პრეზიდენტ სარკოზის მიერ დადებულ შეთანხმებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნებისკენ არის მიმართული“, – წერს ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი სოციალურ ქსელ “ტვიტერში”.  

გუგუტიანთკარში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელიც სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში. ტოივო კლაარი ტვიტერის ქსელში გუგუტიანთკარში განვითარებულ მოვლენებს დესტაბილიზაციად აფასებს და წერს, რომ შექმნილი ვითარება ქმნის საფრთხეს, რომ მოსახლეობა სარწყავი წყლით ვეღარ ისარგებლებს.

დღის ამბები