17 სექტემბერი 2019,   09:19
ვრცლად
რუსეთის მცდელობას, ხელყოს საქართველოს სუვერენიტეტი, ხელისუფლება ადეკვატურად არ პასუხობს - ოპოზიცია 

რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას და ეს ხელისუფლების უმოქმედობის ბრალია - ასე აფასებს ოპოზიცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, აუცილებელია საქართველოს პირველმა პირებმა დასვენების ნაცვლად გააქტიურონ საერთაშორისო საზოგადოებასთან მუშაობა.

„რუსეთი ყოველდღიურად ცდილობს ხელყოს საქართველოს სუვერენიტეტი. ადამიანები უყურებენ,როგორ დადიან რუსები და სეპარატისტული რეჟიმის სამხედროები თავიანთ კარ-მიდამოზე, ეს არისის ტრაგედია, რომელსაც ადეკვატურად უნდა პასუხობდეს ჩვენი ხელისუფლება“-ამბობს „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი კიკნაველიძე თვლის, რომ ხელისუფლება რუსეთის ქმედებებზე შეშფოთებულ საზოგადოებას ცინიკურად პასუხობს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუვლენია პოლიტიკური ნება ეპასუხა რუსული აგრესიისთვის.

„ვხედავთ, რომ არათუ ხელისუფლების წარმომადგენლები არ იწუხებენ თავს, ცინიზმით უდგებიან ამ პრობლემას და სხვადასხვა დასასვენებელი კურორტებიდან უკეთებენ კომენტარს,“-ამბობს კიკნაველიძე.

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის განცხადებებს არ ეთანხმება და შექმნილ ვითარებაში კვლავ წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს.

დღის ამბები