17 სექტემბერი 2019,   09:20
ვრცლად
აშშ-მ საშუალო მანძილზე მოქმედი ახალი რაკეტა გამოსცადა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საშუალო მანძილზე მოქმედი ახალი რაკეტა გამოსცადა. ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. სახმელეთო ბაზრების რაკეტა კალიფორნიაში კუნძულ სანნიკოლასიდან გაუშვეს. რაკეტა 500 კილომეტრის დაშორებით განთავსებულ სამიზნეს მოხვდა. 

აშშ ორ აგვისტოს მცირე და საშუალო რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან გავიდა, რის მიზეზადაც რუსეთის მიერ წლების განმავლობაში ამ შეთანხმების შეუსრულებლობა დაასახელა.

დღის ამბები