17 სექტემბერი 2019,   09:25
ვრცლად
"რაც მეტად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ვინმე საქართველოდან ვინ დაიწყო ომი, მით მეტ ასეთ ჩხვლეტებს მივიღებთ" - უსუფაშვილი ბორდერიზაციაზე 

რაც უფრო მიამიტური მორჩილება ექნება საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის, მით უფრო მწარედ დასჯის რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას - ამბობს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი.

მისი თქმით, ის რაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ხდება „ეს არის შეცდომა, რომელიც დანაშაულზე მეტია.“

ბერძენიშვილის თქმით, იმაზე რაც გუგუტიანთკარში ხდება ერთადერთი პასუხია - „ნატო საქართველოში და საქართველო ნატოში.“

რაც მეტს ილაპარაკებს და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ვინმე საქართველოდან ვინ დაიწყო ომი, მით მეტ ასეთ ჩხვლეტებს მივიღებთ -ამბობს „შენების“ მოძრაობის ლიდერი, დავით უსუფაშვილი.

მისი თქმით, შერიგებასა და მორიგებაზე საუბარი რუსეთის ლიდერებთან ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებას მორიგი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას აძლევს.

„ეს ყველაფერი იმის დასტურია, რომ რუსეთთან და მის დღევანდელ ლიდერთან შერიგებაზე და მორიგებაზე საუბარი არის სისუსტის დემონსტრირება, რომელსაც ის იყენებს შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად,“-ამბობს უსუფაშვილი.

დღის ამბები