17 სექტემბერი 2019,   09:19
ვრცლად
КГБ-ს ოფიცერი პრეზიდენტის მრჩევლად -ზურაბიშვილი "კურიერის" კითხვებს გაექცა

საქართველოს ხელისუფლებაში საბჭოთა უშიშროების კადრები ბრუნდებიან. სამხედრო საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად КГБ-ს ოფიცერი დიმიტრი ლეჟავა დაინიშნა.

ლეჟავამ საბჭოთა სპეცსამსახურებში 17 წელი იმუშავა. ქვეყნის მთავარსარდალი, სალომე ზურაბიშვილი არ აკეთებს განმარტებებს - რატომ გააკეთა არჩევანი, საბჭოთა უშიშროების კადრზე.

ეს კითხვა საქართველოს პრეზიდენტს „კურიერმა“ დღეს დილით დაუსვა, თუმცა პრეზიდენტი გაიქცა და კითხვა უპასუხოდ დატოვა.  

ექსპერტებმა დაზუსტებით იციან, რომ ლეჟავა საბჭოთა უშიშროების სამსახურში 1983 წლიდან მუშაობდა. 1998 წელს ის მუშაობდა ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში და ამის შემდეგ საჯარო სამსახურში აღარ უმუშავია.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ლეჟავას შესახებ სხვა ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს. ის ბოლოს 2015 წელს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ შეკრებაზე აქტივისტის სტატუსით ნახეს.

დღის ამბები