17 სექტემბერი 2019,   09:20
ვრცლად
სუს-ის წარმომადგენლები იყვნენ, გვითხრეს, ვცდილობთ უსასყიდლოდ გაკეთდესო - ოკუპანტების მიერ გატაცებული ახალგაზრდის დედა 

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქეები ამ დრომდე, ოჯახის წევრებს არ დაჰკავშირებიან. ერთ-ერთი მათგანის დედა ამბობს, რომ სოფელში სუს-ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც უთხრეს, რომ დღეს, სამშაბათს, დაკავებულების ე.წ. სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს და ამის შემდეგ გადაწყდება, როდის გამოუშვებენ მათ. 

8 დაკავებული  4 დღეა ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფებიან. 7 ახალგაზრდა მამაკაცი  ოკუპანტებმა ახალსოფლიდან, სასაფლაოს ტერიტორიიდან, ხოლო ერთი, მეჯვრისხევიდან გაიტაცეს.  ადგილობრივები ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ.

„გუშინ შუადღით იყვნენ სუს-ის წარმომადგენლები თბილისიდან და იმათმა გვითხრეს, რომ ვცდილობთ რომ უპრობლემოდ და უსასყიდლოდ გაკეთდესო. სამშაბათს იქნება სასამართლოო.  გუშინაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ რატომ არ ჩატარდა არ იციან. ისე, დაშავებულები არ არიან, შეურაცხყოფა და ეგეთი რაღაცები არაო, კარგად არიანო. ზარები გადის და არ იღებენ“ - ამბობს ერთ-ერთი გატაცებულის დედა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები