15 ნოემბერი 2019,   01:08
ვრცლად
ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივეს

ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივეს. ალმაზბეკ ატამბაევი იზოლატორში 26 ოქტომბრამდე დარჩება.

მას კორუფციასა და მკვლელობაში ადანაშაულებენ. სასამართლო პროცესი ბიშკეკში, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის შენობაში გაიმართა. სხდომაზე არ შეუშვეს არც ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრები, არც მისი მხარდამჭერები და არც მედიის წარმომადგენლები.

ალმაზბეკ ატამბაევი ყირგიზეთს 2011-დან 2017 წლამდე მართავდა. ივნისში პარლამენტმა პროკურატურას ატამბაევისთვის წარსადგენი ბრალდებების სია წარუდგინა. მოგვიანებით ყოფილ პრეზიდენტს იმუნიტეტი მოუხსნეს და მის წინააღმდეგ გამოძიებაც დაიწყო. 7 აგვისტოს სპეცრაზმმა ატამბაევის დაკავების სპეცოპერაცია ჩაატარა, რასაც მის მხარდამჭერებთან დაპირისპირება მოყვა.

ორდღიანი არეულობის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი სამართალდამცველებს საკუთარი ნებით ჩაბარდა. ატამბაევი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ ხალხის წინაშე ის სუფთაა.

დღის ამბები