16 დეკემბერი 2019,   01:42
ვრცლად
ნიკა მელია დღეს ორი სხვადასხვა ტელეეთერის სტუმარი იყო

 

 ნიკა მელია პროკურატურის აკრძალვის მიუხედავად კავკასიის ეთერში მივიდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დეპუტატს სახლიდან გასვლა შეზღუდული ჰქონდა. როგორც თავად აცხადებს, გადაცემაში სტუმრობის შესახებ, მისმა უფლებადამცველმა წინასწარ აცნობეს პროკურატურას, თუმცა საგამოძიებო უწყებისგან უარი მიიღო.

8 სექტემბერს, გიორგი გახარიას მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების დღეს, პროკურატურასთან შეთანხმებით, ნიკა მელია პარლამენტში მივიდა და სიტყვით გამოვიდა.

საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ დღევანდელ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურა იმსჯელებს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.

დღის ამბები