22 ნოემბერი 2019,   01:57
ვრცლად
საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალები სამუშაოებს აწარმოებენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე უფრო კონკრეტულად კი ორ ლოკაციაზე საოკუპაციო ძალები უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ. ძალოვანი უწყების განცხადებაში, ასევე საუბარია ოკუპირებულ სოფელ წნელისში ე.წ. საგუშაგოს განთავსებაზე.

"აღნიშნული წარმოადგენს უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციულ ქმედებას, რაც სერიოზულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და დამატებით პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი. პროცესში ჩართულნი არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარები. ასევე ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი.“ - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები