16 ოქტომბერი 2019,   07:43
ვრცლად
ანდერს ფოგ რასმუსენის გზავნილებს პოლიტიკოსები აფასებენ

ნატოს-ს წესდების მეხუთე მუხლი, რომელიც მხოლოდ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებს დაფარავს - ანდერს ფოგ რასმუსენის ამ გზავნილს, პოლიტიკოსები აფასებენ.

ოპოზიცია, ნატოს ყოფილი გენერალური მდინვნის იდეას, ნატოს წევრობის შესაძლებლობად აღიქვამს.

“ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მეხუთე მუხლის გავრცელება საქართველოს, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე უსაფრთხოების კუთხით გააძლიერებს. ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ მმმართველმა გუნდმა რასმუსენის უმნიშვნელოვანესი გზავნილი, ქვეყნისათვის სახიფათოდ წარმოაჩინა, რაც მისი განცხადებით “ქართული ოცნების“ რუსულ ინტერესებს გამოხატავს.

“მე-5 მუხლის გავრცელება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ზუსტად ეს არის რეალურად ჩვენი უსაფრთხოების, ეკონომიკური კეთილდღეობის, განვითარების და სხვა ასე თქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარების მუხტი და წინაპირობა. რაც შეეხება ქართულ ოცნებას ეს შემდეგ მათ გადათარგმნეს ძალიან მძიმე და სახიფათო ინტერპრეტაციით. ეს არის რუსული გზავნილი’’- განაცხადა, ხატია დეკანოიძემ.

“ევროპულ საქართველოში“ კი განმარტავენ, რომ ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის იდეა განხორციელებადია. გიგი წერეთლის შეფასებით, ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

“შესაძლებელია, გამომდინარე ისტორიული პრეცენდენტებიდან, რომელიც ნატოს აქვს გარკვეული რეჟიმი, ამ შემთხვევაში მეხუთე მუხლის კოლექტიური თავდაცვის, არ განხორციელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და განხორციელდეს დანარჩენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე. ესეც, დარწმუნებული ვარ დროებით, მორატორიუმის რეჟიმში. ამაზე არის საუბარი, ამიტომ ყველანაირი სპეკულაცია, რომ ვინმეს სურს, ამ შემთხვევაში რასმუსენს თუ სხვას, ან ამ იდეის მხარდამჭერებს, სხვათაშორის ეს იდეა, არის, ვფიქრობ ძალიან სერიოზულად სამსჯელო თუ ეს ნატოს პოზიცია იქნება, იქნება ძალიან მნიშვნლოვანი“- განაცხადა, გიგი წერეთელმა.

მმართველ გუნდში ოპოზიციის პრეტენზიებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ რასმუსენის გზავნილი, ხელისუფლებამ ქვეყნის სტრატეგიულ პარტნრიორებთან ერთად უნდა განიხილოს. ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი ოპონენტებს სპეკულაციებში ადანაშაულებს.

“ვიღაცა ეცადა, რომ წარმოედგინა ისე, თითქოს ან პირადად რასმუსენს ან ნატოს, რაიმე კითხვის ნიშანი აქვს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, თუმცა სასიხარულოდ ამ თემამ განვითარება ვერ ჰპოვა. საქართველო არ წყვეტს მხოლოდ ამ საკითხს, პარტნიორებთან კონსულტაციებია საჭირო ამ გადაწყვეტილების რეალობასთან დაკავშირებით“ - აღნიშნა, გია ვოლსკიმ.

დღის ამბები