15 სექტემბერი 2019,   19:03
ვრცლად
მზადება მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციისთვის

ანაკლიაში რამდენიმე წუთში მამუკა ხაზარაძის ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია დაიწყება. ანაკლიის პორტის სიახლოვეს დღეს დილიდან მიმდინარეობს მზადების პროცესი. სცენა უკვე მზადაა, საიდანაც მამუკა ხაზარაძე საზოგადოებას მიმართავს და თავის სამომავლო გეგმებზე გუნდთან ერთად ისაუბრებს. 

ადგილზე იმყოფებიან საქართველოს ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი გუნდის წევრები. კახა კოჟორიძე და და ლევან ბოძაშვილი ადგილზე ერთ-ერთი პირველები მივიდნენ. ანაკლიის პორტის სიახლოვეს მოქალაქეებიც იკრიბებიან. 

ორგანიზაციის პრეზენტაცია რამდენიმე წუთში დაიწყება, რომელსაც "რუსთავი 2" Facebook-ის პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

დღის ამბები