15 სექტემბერი 2019,   19:08
ვრცლად
"ლელო" - მამუკა ხაზარაძის ახალი მოძრაობა

"ლელო" - ამ სახელწოდებით მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას იწყებს. "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა პრეზენტაცია ანაკლიაში გამართა, მოძრაობის მიზნებზე ისაუბრა და საზოგადოებას თანაგუნდელები წარუდგინა. შავი ზღვის სანაპიროზე შეკრებილებს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მიმართეს. მამუკა ხაზარაძის თქმით, შეკრების ადგილი შემთხვევით არ აურჩევია.

„ჩვენ ახლა ანაკლიაში ვიმყოფებით. იმ ადგილას, სადაც ე.წ. საზღვარი გვყოფს აფხაზებთან, სადაც ყველაზე ახლო წერტილია ჩვენი ქვეყნის ევროპასთან. ადგილი, სადაც უნდა მოხდეს პრაქტიკულად, ახალი შემობრუნების წერტილი და მომენტი ქართულ სინამდვილეში. ეს არის ადგილი, სადაც უზარმაზარი პოტენციალის უზარმაზარი პროექტი უნდა განხორციელდეს და ხორციელდება. სადაც შეიქმნება უამრავი სამუშაო ადგილი და შესაძლებლობა იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, საქართველომ დაიბრუნოს ფუნქცია სამეზობლოში, რეგიონში და მსოფლიო რუკაზე. ჩვენ უნდა შევიტანოთ ჩვენი კონტრიბუცია ამ უზარმაზარ გადანაწილებაში, რასაც გზების, ტრანსპორტის და თუნდაც პოლიტიკის მნიშვნელობა ჰქვია“,- განაცხადა ხაზარაძემ.

დღის ამბები