23 ოქტომბერი 2019,   15:53
ვრცლად
ნოდარ ხადურთან გამოსამშვიდობებლად, სიონის საკათედრო ტაძარში მთავრობის წევრები მივიდნენ

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი და ყოფილი ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადური სიონის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. ამ წუთებში, ნოდარ ხადურთან გამოსამშვიდობებლად მთავრობის წევრები და პოლიტიკოსები მიდიან. ტაძართან არ წყდება მისი მეგობრების და ახლობლების ნაკადი. 

ყოფილ ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.  

ნოდარ ხადური, რამდენიმე დღის წინ 49 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

ყოფილი ფინანსთა მინისტრი 2012 წლიდან 2016 წლის ნოემბრამდე საქართველოს ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა. 2016 წლის 1 დეკემბრიდან ნოდარ ხადური კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი გახდა. პარალელურად ყოფილი ფინანსთა მინისტრი კითხულობდა ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. ნოდარ ხადურს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.

დღის ამბები