23 ოქტომბერი 2019,   15:35
ვრცლად
ექსკურსიისას დაღუპული სოფო ნიკოლეიშვილის საფლავი გაქურდეს

ექსკურსიისას დაღუპული 16 წლის სოფო ნიკოლეიშვილის საფლავი გაქურდეს. ამის შესახებ ინფორმაცია გარდაცვლილი გოგონას დედამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. ირკვევა, რომ სოფო ნიკოლეიშვილის საფლავიდან წაღებულია წიგნები, სანთლები და სხვადასხვა ნივთი.

16 წლის გოგონა ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიის დროს დაიღუპა. ის მდინარეში შევიდა და დინებამ წაიღო. მისი ცხედარი მაშველებმა რამდენიმე დღეში იპოვეს. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები