19 ოქტომბერი 2019,   17:32
ვრცლად
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავეს

შიდა ქართლისა და აჭარის პოლიციის თანამშრომლებმა მარტის თვიდან კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და თაღლითობისთვის ძებნილი ა.ხ. ბათუმში დააკავეს.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2015-2016 წლებში 10-მდე პირის ნდობის მოპოვების შემდეგ სხვადასხვა ბანკებში ანგარიშები გაახსნევინა და ინტერნეტბანკის გააქტიურების შემდეგ მათ საბანკო მონაცემები გამოართვა. დაკავებულმა ა.ხ.-მ თაღლითურად აიღო ონლაინ სესხები და დიდი ოდენობის ფულად თანხას დაეუფლა, ჯამში - 56 345 ლარის ოდენობით. დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება თაღლითობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 1986 წელს დაბადებული ა.ხ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები