21 ოქტომბერი 2019,   17:48
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა დონალდ ტრამპი ფხენიანში მიიწვია

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფხენიანში მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გაირკვა, აგვისტოში კიმ ჩენ ინმა თეთრი სახლის ლიდერს წერილი მისწერა. სწორედ ამ წერილით მიიპატიჟა ჩრდილოეთ კორეაში ტრამპი კიმ ჩენ ინმა. თუმცა, ინფორმაცია მედიაში მხოლოდ ახლა გავრცელდა.

თავის მხრივ, დონალდ ტრამპი მზადაა კიმ ჩენ ინს მიმდინარე წლის ბოლომდე შეხვდეს. თუმცა, უცნობია ჩავა თუ არა ის ფხენიანში. მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, კიმ ჩენ ინს ის 3-ჯერ შეხვდა. მხარეებს შორის საუბრის მთავარი თემა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამაა.


დღის ამბები