23 ოქტომბერი 2019,   15:52
ვრცლად
სლოვაკეთში ნიჩბოსანთა საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა სპორტსმენმა წარმატებით იასპარეზა
სლოვაკეთში მიმდინარე ნიჩბოსანთა საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა ალექსანდრე წივწივაძემ. 15 წლის ქართველმა სპორტსმენმა ტურნირზე, რომლის სახელწოდებაც არის "ოლიმპიური იმედები",  სამი დისტანცია მოიგო, რაც ქართული სპორტის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა.
 
წივწივაძემ საუკეთესო შედეგი 1000, 500 და 200 მეტრიან დისტანციაზე აჩვენა. აღსანიშნავია, რომ წივწივაძე შეჯიბრებებზე ნაქირავები ნავით გამოდის, რაც  დამატებით პრობლემებს უქმნის, მას საკუთარი საერთაშორისო სტანდარტების მქონე ნავი, სამწუხაროდ, არ გააჩნია.
დღის ამბები