19 ოქტომბერი 2019,   17:27
ვრცლად
ყირიმ-კონგოს ვირუსით საქართველოში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

ყირიმ-კონგოს ვირუსით საქართველოში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრში ადასტურებენ. 30 წლის მამაკაცს დაავადება, სავარაუდოდ, საქონლისგან გადაედო. შემთხვევა ასპინძაში მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა თავდაპირველად ახალციხის კლინიკას მიმართა, მოგვიანებით კი ის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის გარდაცვლილის ოჯახის წევრები სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. 

„ყირიმ-კონგოს ჰემოროგიული ცხელება ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს გადაედება უმთავრესად ტკიპების კბენის ან ტკიპებთან ურთიერთობის შემდეგ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწარმოებს ცხოველთა დეზინსექციას, ანუ ტკიპებისგან გათავისუფლებას, თუმცა ადამიანები ყოველთვის უნდა იყვნენ ფხიზლად“ - აცხადებს ექიმი. 

დღის ამბები