23 ოქტომბერი 2019,   15:35
ვრცლად
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. დაკავებული, რომელიც გერმანიის ტერიტორიაზე ვადიმ სოკოლოვის სახელით შევიდა, გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს.

უცნობია დაკავებულის ზუსტი ვინაობა - ამის შესახებ "The Guardian-ი" წერს. გამოცემის ცნობით, ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქეა და მას კონტაქტი ბერლინში, რუსეთის საელჩოსთან ჰქონდა. ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიის დედაქალაქში 23 აგვისტოს მოკლეს.

დღის ამბები