23 ოქტომბერი 2019,   15:37
ვრცლად
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა ვერ მოიპოვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა ვერ მოიპოვა - ასეთია ეგზიტპოლების შედეგები.

მთავრობის მეთაურის პოლიტიკური ძალა საკანონმდებლო ორგანოში 30-33 ადგილს მიიღებს. ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავარი ოპონენტის ცენტრისტ ბენი განცის პოლიტიკური ძალა კი, სავარაუდოდ, 34 მანდატს აიღებს.

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც 9 აპრილს გამართული არჩევნების შემდეგ მთავრობის ფორმირება ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით 3 საქმეა აღძრული.

დღის ამბები