21 ოქტომბერი 2019,   17:52
ვრცლად
მთავრობის კანცელარიასთან 20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულების მხარდასაჭერად მორიგი აქცია გაიმართა

მთავრობის კანცელარიასთან 20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულების მხარდასაჭერად მორიგი აქცია გაიმართა. მოთხოვნა უცვლელია - "გავრილოვის ღამით" დაკავებული უდანაშაულო ადამიანების პატიმრობიდან გათავისუფლება.

„ჩვენი აქ ყოფნის მიზეზი არის ერთადერთი, რომ სისხლიანმა ივანიშვილმა და სისხლიანმა გახარიამ, რომლებმაც 20 ივნისს თვალები დათხარეს ქართველ მოსახლეობას, ახალგაზრდებს, სასწრაფოდ გაათავისუფლონ გავრილოვის ღამის პოლიტ პატიმრები, დაწყებული კობა კოშაძით, თამლიანით, დასრულებული ირაკლი ოქრუაშვილით. ესენი არიან უდანაშაულო ადამიანები, რომლებიც არიან პირადი პატიმრები ბიძინა ივანიშვილის,“ - განაცხადა პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებელმა, გურამ ჩალაგაშვილმა.

დღის ამბები