21 ოქტომბერი 2019,   17:46
ვრცლად
"თუ დღევანდელი სემეკ-ის თავმჯდომარე იყო მორჩილი, ნარმანია იქნება უმორჩილესი" - რომან გოცირიძე

პრეზიდენტმა პარლამენტს სემეკ-ის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურა წარუდგინა. საკითხს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც პლენარულ სხდომაზე გავა.

როგორც ცნობილია, ოპოზიცია ნარმანიას კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს. პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ ტარიფების დაწესება პოლიტიკურად ხდებოდა. გოცირიძის თქმით, სემეკ-ის თავმჯდომარედ დანიშვნის შემთხვევში დავით ნარმანია ხელისუფლებასთან პირდაპირ კავშირში იქნება.

სემეკ-ი კანონით არის დამოუკიდებელი ორგანო, მაგრამ ეს არ ყოფილა დამოუკიდებელი, პირდაპირ ემორჩილება აღმასრულებელ ხელისუფლებას. პოლიტიკურად ხდებოდა ტარიფების დაწესება, როცა უნდოდათ მაშინ აწევდნენ შუქის ღირებულებას ან წყლის, როცა უნდოდათ არ აწევდნენ. ხოლო ნარმანია იქნება პირდაპირ მიბმული უკვე მთავრობასთან და თუ დღევანდელი სემეკ-ის თავმჯდომარე იყო მორჩილი, ნარმანია იქნება უმორჩილესი ადამიანი,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები