23 ოქტომბერი 2019,   15:37
ვრცლად
სახალხო დამცველს ხვალ პარლამენტში მოუსმენენ

სახალხო დამცველი პარლამენტში ხვალ წლიურ ანგარიშს წარადგენს. პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ნინო ლომჯარიას მოუსმენენ. 

სახალხო დამცველი პარლამენტს 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს.

დოკუმენტში 2018 წელს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები იქნება ასახული. სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვის შემდეგ პარლამენტი დადგენილებას მიიღებს.

დღის ამბები