16 დეკემბერი 2019,   15:00
ვრცლად
ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტის სამშენებლო პროცესს გაეცნენ  

ქუთაისის მიმდებარედ, მუხნარის ტყეში მშენებარე კომპლექსი განათლების მინისტრმა, ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელებმა და საქართველოში მყოფმა გერმანელმა მეცნიერებმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დაათვალიერეს.

ტექნოლოგიური უნივერსიტეტი პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაფუძნდება.

არსებული მოდელი შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით და აქტიურად თანამშრომლობს სამეცნიერო დარგში მსოფლიოს წამყვან სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებთან. განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, მშენებლობა 170 კვ.მ. ფართობზე მიმდინარეობს. შენდება სამი სასწავლო კორპუსი და სამი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, პროფესორ-მასწავლებელთა საცხოვრებელი, ბიბლიოთეკა და სასადილო.

უნივერსიტეტი პირველ ნაკადს 2020 წლის შემოდგომაზე მიიღებს. არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად სტუდენტებს სამი საგნის არჩევა შეეძლებათ. მომდევნო წლებში კი მოხდება, როგორც სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დამატება, ასევე, სპეციალობების სპექტრის გაფართოება. "ქართუს" წარმომადგენლების ინფორმაციით, უნივერსიტეტი 60 000 სტუდენტზე. 

 

დღის ამბები