23 ოქტომბერი 2019,   15:46
ვრცლად
ირაკლი ოქრუაშივილი საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ყოფილი თავდაცვის მინისტრი ისევ პატიმრობაში რჩება. წინასასამართლო სხდომაზე ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა სასამართლოს 500 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ოქრუაშვილის ადვოკატის განცხადებით,  ყოფილი თავდაცვის მინისტრის მხრიდან დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეები არ არსებობს, თუმცა, ბრალდების მხარე ახალი დანაშაულის ჩადენასა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეებზე საუბრობს.

ამავე სხდომაზე განიხილეს 20-21 ივნისის საქმეზე  დაკავებული კიდევ 2 ბრალდებულების - გიორგი ჯავახიშვილისა და თორნიკე დათაშვილის საქმეც. ორივე ბრალდებულის  ადვოკატმა სასამართლოს პატიმრობის შეცვლითა და 5 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართა, თუმცა, სასამართლომ ორივე პირი პატიმრობაში დატოვა.

 

დღის ამბები