23 ოქტომბერი 2019,   15:41
ვრცლად
"ნება მიბოძეთ, რომ ამ შეფასებას ასეთი სახით სრულად არ დავეთანხმო,“ - მაია ცქიტიშვილი NDI-ის კვლევის შესახებ 

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგებს ინფრასტრუქტურის მინისტრი ეხმაურება. მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისეთი ინსტიტუციები, როგორიც NDI და IRI და მსგავსი ორგანიზაციებია, პატივისცემას გამოხატავს, ამბობს, რომ მათი ქართველი პარტნიორები იმ რეალურ განწყობებს არ ასახავენ, რაც საზოგადოებაში არსებობს. 

„გამოვხატავ ჩემს პატივისცემას ისეთი ინსტიტუტების მიმართ, როგორიც არის NDI, IRI დ სხვა ასეთი ტიპის ავტორიტეტული ინსტიტუციების მიმართ, თუმცა ასევე წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ გვენახა, რომ სამწუხაროდ მათი ქართველი პარტნიორები ველზე, რომელიც ამ კვლევებს ატარებენ, ყოველთვის სწორად არ ასახავენ იმ რეალურ განწყობებს, რომელიც არის ადგილზე. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ყველა საკითხს არ ეხებოდეს, ძალიან რთულია ამის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში შეფასება და პროცენტულ მაჩვენებლებში შესვლა, თუმცა ნება მიბოძეთ, რომ აი ამ შეფასებას ასეთი სახით მე სრულად, რა თქმა უნდა, არ დავეხმარო,“ - აცხადებს მაია ცქიტიშვილი. 

დღის ამბები