21 ოქტომბერი 2019,   18:01
ვრცლად
პრეზიდენტის სკანდალურ შეწყალებას "ნაციონალური მოძროაბა" საპროტესტო აქციით გააპროტესტებს

"ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული რამდენიმე პირის შეწყალების გადაწყვეტილებებს აქციით გააპროტესტებს. აქციის მონაწილეები პრეზიდენტს შეახსენებენ, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნისთვის საზიანო აღმოჩნდა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის, განცხადებით, ისინი ჯერ ათონელზე შეიკრიბებიან და შემდგომ მსვლელობით რუსთაველზე გამართულ აქციას შეუერთდებიან.

"ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც არ არის გამოსაჩენი და მართლაც ზიანის მოტანის მეტს არაფერს არ უკეთებს ამ სახელმწიფოს. ამიტომ ვიკრიბებით სწორედ ჩვენ, რომ კიდევ ერთხელ გავაგონოთ ჩვენი ხმა სალომე ზურაბიშვილს. მას არ აქვს არანაირი სამართლებრივი და მორალური უფლება, იკავებდეს ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის და ქვეყნის პირველი პირის პოსტს," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დღის ამბები