21 ოქტომბერი 2019,   17:44
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში - დაშავებულია ხუთი ადამიანი   

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. გამარჯვებისა და 8 მარტის ქუჩის კვეთაზე ერთმანეთს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მანქანა და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. 

როგორც სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი აცხადებს, მას ავადმყოფი გადაჰყავდა.
დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. 

„ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შემოყვანილია 5 პაციენტი, ხუთივე მოთავსებული გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში, უტარდებათ დიაგნოსტიკური კვლევების შესაბამისი მკურნალობა. მათი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“ - განაცხადა მორიგე ექიმმა მარინე ჯანჯღავამ.

დღის ამბები