23 ოქტომბერი 2019,   15:41
ვრცლად
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმე - სასამართლოში ავსტრალიის მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ

სასამართლო არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებული ავსტრალიის მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროცესი ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

როგორც პროცესის დაწყებამდე  ბრალდებული ავსტრალიის  მოქალაქის პოლ გრეგორის ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატ ნინო ტაბატაძის თქმით, ავსტრალიის მოქალაქის ბრალეულობა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით არ დგინდება.

პროკურორი კი აცხადებს, რომ საქმეში არსებობს მტკიცებულებები, მათ შორის, ვიდეომასალაც და სატელეფონო ჩანაწერებიც, რომლებიც ბრალდებულის დანაშაულში მონაწილეობას ადასტურებს.

ავსტრალიის მოქალაქე პოლ გრეგორს, რომელიც საგამოძიებო უწყებამ სამი დღის წინ დააკავა, გამოძიება არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული ხასიათის ვიდეომასალისა და ფოტოსურათების გავრცელება-რეალიზებას და ტრეფიკინგს ედავება. 

სამართალდამცველებმა არასრულწლოვნის ტრეფიკინგის და არსრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს. დაკავებულთა შორის უცხოეთისა და საქართველოს მოქალაქეები არიან. მათგან 10-ს აღმკვეთის ღონიძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები