21 ოქტომბერი 2019,   17:50
ვრცლად
ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ 20 ივნისის დარბევის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში დაკითხეს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი  20 ივნისის ღამის მოვლენებიდან 92 დღის შემდეგ აცხადებს, რომ გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე 2-ჯერ იმყოფებოდა. ჩუბინიძის განმარტებით,  მთავარ საგამოძიებო უწყებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საკითხზე,  რა ფორმით იყო ჩართული აქციის დარბევაში.

მისი განცხადებით,  არ არსებობს კითხვები,  რატომ იმყოფებოდა პარლამენტის შენობის წინ აქციის დარბევისას, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია, ნებისმიერ შემთხვევაში  მთავარი საკანონმდებლო ორგანო დაიცვას.

ამასთან, ანზორ ჩუბინიძე  აცხადებს, რომ 20 ივნისის აქციაზე  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის არც ერთ თანამშრომელს ლეტალური ტყვიები არ გამოუყენებია. სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პასუხისმგებლობისგან გაქცევას არ აპირებს. ​

 

დღის ამბები