19 ნოემბერი 2019,   09:53
ვრცლად
პრეზიდენტის ადმინისტრაციის კარიბჭეზე დამაგრებული სიმბოლური ბოქლომები - ახალგაზრდების აქცია-პერფორმანსი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ ახალგაზრდები სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტმა სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც სამი მკვლელობაში მსჯავრდებული და ერთი ძებნილი პირი შეიწყალა. 

საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ახალგაზრდებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის კარიბჭეზე სიმბოლურად ბოქლომები დაამაგრეს. მათი განცხადებით,  თუკი დღევანდელი მთავრობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე  ხელისუფლებიდან წასვლას არ აპირებს, ისინი ამ სიმბოლური ბოქლომების მეშვეობით ხელისუფლებას მოქმედების საშუალებას არ მისცემენ.  

 

 

 

დღის ამბები