22 ოქტომბერი 2019,   21:44
ვრცლად
"2019 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში ხარჯვა 13 მილიარდ 330 მილიონს მიაღწევს"- კოვზანაძე

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, 2019 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში ხარჯვა 13 მილიარდ 330 მილიონს მიაღწევს. ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ მსგავსი ციფრი დამოუკიდებელ საქართველოში ჯერ არ ყოფილა.

მისი თქმით სხვადასხვა სამინისტროების მიმართულებით, ხარჯები იზრდება, მათ შორის არის განათლების სამინისტრო, ასევე იუსტიციის სამინისტრო. კოვზანაძე ამბობს, რომ ხარჯების შემცირება ეკონომიკის სამინისტროს კუთხით მნიშვნელოვანია.

"მაკროეკონომიკური ზრდის პარამეტრი იგივე არის, 4,5%-ს დონეზე არის შენარჩუნებული, ასიგნებების ნაწილში არის ზრდა 223 მილიონის ფარგლებში. ეს იმას ნიშნავს, რომ ხარჯვა მიაღწევს 2019 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში 13 მილიარდ 330 მილიონს, მსგავსი ციფრი არ გვქონია ჩვენ დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში. იზრდება 130 მილიონით განათლების სამინისტროს ხარჯვები, ასევე იზრდება იუსტიციის სამინისტროს, სხვადასხვა სამინისტროების.  შემცირება არის მნიშვნელოვანი ეკონომიკის სამინისტროს კუთხით," - აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.

დღის ამბები