22 ოქტომბერი 2019,   21:51
ვრცლად
რუსთავში ნარკოდანაშაულისთვის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლი დააკავეს

პოლიციამ რუსთავში კომპანია "ინტერტრანსის" მძღოლი დააკავა. აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ "კურიერს" დაუდასტურა, მძღოლის დაკავება ნარკოდანაშაულის გამო მოხდა, რის გამოც საქმე პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების შეძენა შენახვის გამო 260-ე მხულით დაიწყო.

კომპანია "ინტერტრანსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ დაკავებული დაკავების მომენტში სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თუმცა ის მათი თანამშრომელია.

 "ინტერტრანსს" მგზავრები თბილისიდან რუსთავის მიმართულებით და პირიქით ყოველდღიურად გადაჰყავს. კომპანიაში გამოძიების დასრულებას ელოდებიან.

დღის ამბები