22 ოქტომბერი 2019,   21:41
ვრცლად
"პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დავუჭერ" - თამაზ ქოიავამ პროკურატურა დატოვა

სკანდალური შეწყალებების საქმეზე პროკურატურაში დაკითხვები გრძელდება. ამ წუთებში, გამომძიებლების შეკითხვებს მოკლული დავით ოთხმეზურის მამა პასუხობს. 6 საათიანი დაკითხვის შემდეგ პროკურატურა კიდევ ერთი მოკლულის, იოსებ ქოიავას მამამ დატოვა.

თამაზ ქოიავას განცხადებით, მან  საგამოძიებო უწყებას 1994-ი წლიდან დღემდე დაგროვებული მასალები მიაწოდა. მისი შეფასებით, საქმეში კორუფციული ნიშნები იკვეთება და ის პრეზიდენტის აპარატის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს არ გამორიცხავს.

ქოიავას თქმით, თუ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში დადგება, ის ამას მხარს დაუჭერს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 პატიმარი შეიწყალა. შეწყალებულთა შორის არის ზურაბ ნადირაძე, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, 1994 წელს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა გიორგი ქოიავა, გრიგოლ ნატროშვილი, გიორგი კირკიტაშვილი და იოსებ ქოიავა. ეს უკანასკნელი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ამავე თემაზე
დღის ამბები