22 ოქტომბერი 2019,   21:52
ვრცლად
"პრეზიდენტის მიერ შეწყალების გამოყენება მართლმსაჯულების ხარვეზის გამოსასწორებლად ჩემს პრაქტიკაში არ მახსენდება" - მერაბ გაბინაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მერაბ გაბინაშვილს პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით, კითხვა ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა ვანო ზარდიაშვილმა დაუსვა.

"შეწყალება პრეზიდენტის ხელში, შეიძლება გამოყენებული იყოს მართლმსაჯულების ხარვეზის გამოსასწორებლად. რომელიმე პრეზიდენტის დროს თქვენი მოსამართლეობის პერიოდში, გახსოვთ, რომ ეს გამოყენებული ყოფილიყო როგორც მართლმსაჯულების ხარვეზის გამოსწორება?"- იკითხა ზარდიაშვილმა, რაზეც გაბინაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევა მას არ ახსენდება.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 23 სექტემბერს დაიწყო. 

დღის ამბები