22 ოქტომბერი 2019,   21:40
ვრცლად
საჰაერო სივრცის დარღვევა - სუს-ი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ფრენას ადასტურებს 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, საოკუპაციო ძალების მიერ, საჰაერო სივრცის დარღვევას ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიეწოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

უწყება განცხადებას ავრცელებს:

‘’2019 წლის 24 სექტემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით არსებული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ფრენა დაფიქსირდა. აღნიშნული აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და ინფორმაცია მიეწოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM). რაც შეეხება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებულ პროცესებს, აღნიშნული საკითხი ოქტომბრის დასაწყისში კიდევ ერთხელ მწვავედ იქნება დასმული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე" - წერია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები