22 ოქტომბერი 2019,   21:37
ვრცლად
პროკურატურის განცხადება 20-21 ივნისის აქციაზე დაშავებულთა დაზარალებულად ცნობის შესახებ

საიას მოთხოვნას 20-21 ივნისის აქციის მიმდინარეობისას დაშავებული 16 მოქალაქის დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს გენერალური პროკურატურა გამოეხმაურა. როგორც პროკურორმა ლაშა ცქვიტაიამ განაცხადა აღნიშნული საქმის ფარგლებში გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს, დაზარალებულად ცნობის გადაწყვეტილება კი ყველა მტკიცებულების მოპოვებისა და სასამართლო-სამედიცინო დასკვნის ანალიზის საფუძველზე იქნება მიღებული.

„აღნიშნულის საქმის ფარგლებში საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ჩადენილი ძალადობითა და იარაღის გამოყენებით.  მოცემული პირების მიმართ დანიშნულია შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები, რომლითაც უნდა დადგინდეს აღნიშნული პირებისათვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი, მათი გამომწვევი მიზეზი და შესაბამისი საშუალებები. გარდა ამისა გამოძიება აქტიურად სწავლობს, სპეციალური საშუალებების გამოყენებისას სამართალდამცავთა მხრიდან, ხომ არ ჰქონდა ადგილი კანონმდებლობის დარღვევას. შესაბამისად საქმეში ყველა მტკიცებულების მოპოვებისა და სასამართლო-სამედიცინო დასკვნის ანალიზის საფუძველზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება აქციის მონაწილე პირების დაზარალებულად ცნობის თაობაზე,“- განაცხადეს პროკურატურაში.

იმ პირებს შორის რომელთა დაზარალებულად ცნობასაც საია ითხოვს, 4 ჟურნალისტია, თუმცა პროკურატურას მათი ვინაობა არ დაუკონკრეტებია.

დღის ამბები