22 ოქტომბერი 2019,   21:45
ვრცლად
"ბირთვული იარაღი ან ყველასთვის უნდა აიკრძალოს, ან ნებადართული გახდეს"- ერდოღანი გაეროს ასამბლეაზე

გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე მსოფლიოს ლიდერების გამოსვლები დაიწყო. გენერალური დებატების გახსნას საქართველოს პრეზიდენტიც ესწრება. გამოსვლები გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა დაიწყო. გაეროს ტრიბუნიდან შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ლიდერებს საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა მოუწოდა. სიტყვით გამოვიდა თურქეთის პრეზიდენტი. ერდოღანმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეორგანიზაცია მოითხოვა.

"თუ დემოკრატია გსურთ, გააძლიერეთ თქვენი სუვერენიტეტი, თუ მშვიდობა გინდათ, გიყვარდეთ თქვენი ქვეყანა, ბრძენი მმართელი პირველ ადგილზე თავისი ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობას აყენებს, მომავალი გლობალისტებს ეკუთვნის,” - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

ჩვენს წინაშე უსამართლობის პრობლემა დგას, მათ ვისაც ბირთვული იარაღი აქვს, მას ზეწოლისთვის იყენებს. ეს იარაღი ან უნდა აიკრძალოს ყველასთვის, ან ნებადართული გახდეს," - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები