19 ნოემბერი 2019,   08:44
ვრცლად
საქართველოსა და პარაგვაის შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო რივას პალასიოსმა, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში გამართული შეხვედრისას ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოსა და პარაგვაის ორდინალური პასპორტების მქონე მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ.

როგორც მინისტრებმა აღნიშნეს, შეთანხმება  ხალხთაშორისი კონტაქტების, ასევე ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. მინისტრებმა საქართველო-პარაგვაის ორმხრივი ურთიერთობები და ქვეყნების თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში დადებითად შეაფასეს. გამოითქვა დაინტერესება, რომ სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტები და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს იმ დიდი პოტენციალის გათვალისწინებით, რაც ორივე ქვეყანას ამ მიმართულებით აქვს.

მინისტრებმა მზადყოფნა გამოთქვეს ქვეყენებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლასა და ყველა მიმართულებით კომუნიკაციის გააქტიურების ხელშეწყობაზე.

დღის ამბები