19 ნოემბერი 2019,   08:54
ვრცლად
საყოველთაო გლოვა საფრანგეთში - ჟაკ შირაკს დღეს დაკრძალავენ

საფრანგეთის ექსპრეზიდენტს ჟაკ შირაკს დღეს დაკრძალავენ. შირაკს სენ-სიულფის ტაძარში გამოეთხოვებიან. ცერემონიალს ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრები, ახლობლები, საფრანგეთის ახლანდელი და ყოფილი პრეზიდენტები დაესწრებიან. პარიზში 80 ზე მეტი ქვეყნის ლიდერი ჩავა. ტაძარში შირაკის ეპოქის ცნობილი პოლიტიკოსებიც მივლენ. ჟაკ შირაკს ქალიშვილის გვერდით, მონ პარნასის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

30 სექტემბერი საფრანგეთში გლოვის დღედაა გამოცხადებული.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი 26 სექტემბერს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჟაკ შირაკი პრეზიდენტის პოსტს ორი ვადის განმავლობაში, 1995 წლიდან 2007 წლამდე იკავებდა, პრეზიდენტობამდე კი თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში პარიზის მერი იყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები