19 ნოემბერი 2019,   08:44
ვრცლად
საფრანგეთის ექსპრეზიდენტს ჟაკ შირაკს დღეს დაკრძალავენ

საფრანგეთის ექსპრეზიდენტს ჟაკ შირაკს დღეს დაკრძალავენ. გამოთხოვების ცერემონია პარიზში ინვალიდთა სახლის წმინდა ლუდოვიკოს ტაძარში გაიმართა. ის პრესისთვის დახურული იყო.

შირაკის ცხედარი სენტ-სიულფისის ტაძარში გადაასვენეს, სამგლოვიარო მესას საფრანგეთის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები, მსოფლიო ლიდერები 80-ზე მეტი ქვეყნიდან დაესწრნენ.

ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო.

ჟაკ შირაკს ქალიშვილის გვერდით დაკრძალავენ. 30 სექტემბერი საფრანგეთში გლოვის დღედ იყო გამოცხადებული.

დღის ამბები