22 ოქტომბერი 2019,   21:45
ვრცლად
სკანდალური შეწყალებების საქმეზე პრეზიდენტისგან განმარტებებს არასამთავრობო სექტორი ითხოვს

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის შეწყალება არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირისთვის მსჯავრდებულსაც შეეხო. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უნდა ახსნას საკუთარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მოხვდნენ სიაში მძიმე მუხლებით გასამართლებული პირები.

"რა თქმა უნდა, თითოეული გადაწყვეტილების შემთხვევაში, უნდა არსებობდეს რაღაც ლოგიკური ახსნა და დასაბუთება იმისა, თუ რატომ იყო ასეთი ტიპის გადაწყვეტილება მიღებული. იმის შიშით, რომ პრეზიდენტი მიიღებს დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს, დაუშვებელია, ჩემი აზრით, ამ კონსტიტუციური უფლების რაიმე სახით შეზღუდვა,"- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" იურისტმა არჩილ ჩოფიკაშვილმა

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 პირი შეიწყალა, რომელთა რიცხვშიც რამდენიმე მძიმე მუხლისთვის მსჯავრდებულიც იყო. შეწყალებებმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მიმდინარეობს გამოძიება. 

დღის ამბები