22 ოქტომბერი 2019,   21:36
ვრცლად
შემთხვევა ახმეტაში - კრიმინალურ ავტორიტეტ შოთა ჭიჭიაშვილის დაკრძალვაზე 3 პირი დაშავდა 

კრიმინალური ავტორიტეტის შოთა ჭიჭიაშვილის დაკრძალვაზე ინციდენტი მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, უცნობი პირი ახმეტის ერთ-ერთ რესტორანში მსუბუქი ავტომობილით შევარდა, იქ სადაც ჭიჭიაშვილის დაკრძალვის შემდეგ გარდაცვლილის ახლობლები შეიკრიბნენ. შემთხვევის შედეგად 3 პირი დაშავდა.

ერთ-ერთს პირველადი დახმარება ადგილზევე ჩაუტარდა, დანარჩენი ორი ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ ერთ-ერთი დაშავებულის, თბილისში ტრანსპორტირება გახდა საჭირო.

ექიმების ინფორმაციით, მათ საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.

კრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილი, უკრაინაში სპეც.ოპერაციის დროს 2 ოქტომბერს მოკლეს.

"კურიერს" შს სამინისტროში ახმეტაში მომხდარის შემთხვევის შესახებ დაუდასტურეს, თუმცა როგორც უწყებაში განმარტავენ ინციდენტი კრიმინალურ ავტორიტეტ შოთა ჭიჭიაშვილის დაკრძალვას არ უკავშირდება. ფაქტზე მოკვლევა 276-ე მუხლით დაიწყო.

 

დღის ამბები